მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, უნდა გავანადგუროთ ეს ბანდერელები - კადიროვი
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, რუსეთ-უკრაინის შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების წინააღმდეგია. კადიროვი მიიჩნევს, რომ რუსეთმა ჯერ „ბანდერელები და უწმინდურები“ უნდა გაანადგუროს და სამომავლო გეგმაზე შემდეგ იფიქროს.
დაბეჯითებით მჯერა, რომ ამ მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება. ვფიქრობ, რომ დაწყებული ბოლომდე უნდა მივიყვანოთ: უნდა გავანადგუროთ ეს ბანდერელები და უწმინდურები. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ გეგმაზე, - განაცხადა კადიროვმა.
ამ დროისათვის რუსეთ-უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს სტამბოლში პირისპირ ხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა. დიალოგის დაწყებამდე მხარეებს სიტყვით თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.