რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - მხარეები რამდენიმე საკითხს ინტენსიურ რეჟიმში განიხილავენ

29.03.22 13:47
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები - მხარეები რამდენიმე საკითხს ინტენსიურ რეჟიმში განიხილავენ

ზელენსკის ოფისის წარმომადგენელი, მიხეილ პოდოლიაკი, სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მხარეებს შორის რამდენიმე საკითხზე მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

ახლა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით  ინტენსიური   მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ შორის, საკვანძო საკითხს  უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები წარმოადგენს. მხოლოდ ამ შეთანხმებით შეგვიძლია, ომი უკრაინის სასარგებლოდ დავასრულოთ.  არანაკლებ მნიშვნელოვანი ბლოკია ცეცხლის შეწყვეტაც, რათა ჩვენ დაგროვილი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარება შევძლოთ, - განაცხადა პოდოლიაკმა. 

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ დღესდღეობით კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, რომელიც სულ უფრო მზარდია. მისი თქმით, ეს ომის ესკალაცია, ზიზღის ესკალაცია, ჩვეულებების დარღვევის ესკალაცია და ომის წარმოების წესებია.