რუსეთის დელეგაციას მოწამვლის ეშინია - არახამია უხსნის, რომ ეს მხოლოდ ანტისეპტიკია (ვიდეო)

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელს ანტისეპტიკის შეეშინდა. როგორც ჩანს, დელეგაციის წევრმა იფიქრა, რომ მას „ნოვიჩოკით“ სწამლავდნენ. შეშინებული მომლაპარაკებელი უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ დაამშვიდა.
ამ დროისათვის რუსეთ-უკრაინის დელეგაციები ერთმანეთს პირისპირ სტამბოლში ხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა. დიალოგის დაწყენამდე მხარეებს სიტყვით თურქეთის პრეზიდენტმა მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.