უკრაინელებმა ხარკოვთან რუსი სამხედრო მეთაური მოკლეს

29.03.22 14:23
უკრაინელებმა ხარკოვთან რუსი სამხედრო მეთაური მოკლეს

უკრაინელებმა ხარკოვთან რუს მოტომსროლელთა მე-200-ე ბრიგადის მეთაური მოკლეს. ინფორმაციას დენის კურილოს ლიკვიდირების შესახებ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.  განადგურებულია მტრის ტაქტიკური ჯგუფის ორი ბატალიონიც. 

გენშტაბისვე ცნობით, სლობოჟენის მიმართულებით რუსები ავიაციის და არტილერიის გამოყენებას განაგრძობენ, ხარკოვსა და ბარვენკოვოში ოკუპანტს იერიშები ისევ მშვიდობიან მოქალაქეებზე მიაქვს. მტერი იზიუმის ხელში ჩაგდებას ცდილობს. 

ბრძოლები გრძელდება კამიანსკში, სუხაია კამიანსკასა და ტიხოცკოეში. 
 

მსგავსი სიახლეები