წასასვლელი არსად გვაქვს, 4 დღეა, საკვები არ მიგვიღია - მარიუპოლში მცხოვრები

29.03.22 15:25
წასასვლელი არსად გვაქვს, 4 დღეა, საკვები არ მიგვიღია  - მარიუპოლში მცხოვრები

ომის 34-ე დღე - მარიუპოლში ოკუპანტებმა ისედაც ნანგრევებად ქცეულ ქალაქში აგრარული ბაზარი დაბომბეს. ქალაქის მოსახლეობა აცხადებს, რომ არც სადმე წასასვლელი აქვთ და საკვების მარაგიც ამოეწურათ. დამშეული ადამიანები ქუჩაში საკვებ პროდუქტს ეძებენ.

მარიუპოლში მაცხოვრებელი ქალბატონი, რომელიც საკუთარ ვინაობას არ ასახელებს, ამბობს, რომ გუშინ შემთხვევით პროდუქტები მოიპოვეს და დღეს 8 ადამიანისთვის წვნიანს ამზადებენ, რაც 4 დღეა, არ მიუღიათ.

ახლა არაფერი არ დამრჩა, ყველაფერი განადგურებულია, წასასვლელიც კი არსად გვაქვს. გუშინ ჩემმა მეუღლემ შემთხვევით კარტოფილი მოიტანა. ხალხმა გახსნა გაყინული თევზის მაცივარი და თევზიც გვაქვს. პირველად 4 დღის განმავლობაში წვნიანს ვაკეთებთ 8 ადამიანისთვის - აცხადებს მარიუპოლში მცხოვრები.

მსგავსი სიახლეები