უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს

8 თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი, 4 დრონი და 2 ფრთოსანი რაკეტა- ასეთია რუსი აგრესორების მხოლოდ ერთი დღის, 28 მარტის, დანაკარგი. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
28 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა გაანადგურეს რუსი დამპყრობლების რვა თვითმფრინავი, სამი ვერტმფრენი, ოთხი დრონი და ორი ფრთოსანი რაკეტა - ნათქვამია განცხადებაში.