რუსეთის გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი გამოჩნდა - შოიგუ ნატოს ემუქრება

29.03.22 15:03
რუსეთის გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი გამოჩნდა - შოიგუ ნატოს ემუქრება

რუსეთის გაუჩინარებული თავდაცვის მინისტრი გამოჩნდა. 18 დღიანი პაუზის შემდეგ საჯარო სივრცეში დაბრუნებულმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ უკრაინაში "სპეცოპერაცია" მიზნების მიღწევამდე გაგრძელდება.

მან ასევე, ყურადღება ნატოს ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის  თვითმფრინავების შესაძლო გადაცემაზე გაამახვილა და თქვა, რომ მოსკოვს ამაზე რეაქცია ექნება. 

პირველი ეტაპის ძირითად ამოცანები დასრულებულია და ყურადღების გამახვილება შესაძლებელია მთავარ მიზანზე, დონბასის გათავისუფლებაზე. გაზაფხულზე სამხედრო სამსახურში გაწვეული რუსეთის მოქალაქეები არცერთ ცხელ წერტილში არ გაიგზავნებიან. მიმდინარე წლის გაზაფხულზე სამხედრო სამსახურში რუსეთის 134 500 მოქალაქე გაიგზავნება, რაც შარშანდელზე ნაკლებია. მინდა გითხრათ, რომ ორ კვირაში უკრაინაში 600 უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცი განადგურდა, კიდევ 500-მა დატოვა ქვეყანა. მოსკოვი აკვირდება ნატოს ქვეყნების ლიდერების განცხადებებს უკრაინისთვის თვითმფრინავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. თუ ეს გეგმები განხორციელდება, ამას რეაქცია მოჰყვება, - განაცხადა შოიგუმ. 
 

 

მსგავსი სიახლეები