იერიში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე ნიკოლაევში - მაშველებმა ნანგრევებში 7 ადამიანის ცხედარი ნახეს

29.03.22 15:26
იერიში სახელმწიფო ადმინისტრაციის  შენობაზე ნიკოლაევში - მაშველებმა ნანგრევებში 7 ადამიანის ცხედარი ნახეს

ნიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის ნანგრევებში მაშველებმა კიდევ 7 ადამიანის ცხედარი ნახეს.  გაიზარდა დაშავებულების რაოდენობაც. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ადგილზე ისევ გრძელდება. 

ნიკოლაევში ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. შენობის ცენტრალური სექცია სრულად ჩამოინგრა.