მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გამო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ მოვუხსნით - ბორის ჯონსონი

29.03.22 18:51
მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის გამო რუსეთს ეკონომიკურ სანქციებს არ მოვუხსნით - ბორის ჯონსონი

რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება არ იქნება საკმარისი, რომ კრემლს ბრიტანული სანქციები გავუუქმოთ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, განაცხადა. იუწყება Европейская правда.

 თავად ფაქტი, რომ რუსეთი უკრაინაში ცეცხლს შეწყვეტს, არ არის საკმარისი, რათა ბრიტანეთმა კრემლს სანქციები მოუხსნას.  გავლენა პუტინზე უნდა გაგრძელდეს არა მარტო ეკონომიკური წნეხით, არამედ უკრაინისთვის სულ უფრო მზარდი სამხედრო დახმარების მიწოდებებით - განაცხადა ჯონსონმა.

დღევანდელ მოლაპარაკებებზე , რომელიც სტამბულში გაიმართა, უკრაინა გამოვიდა ინიციატივით, რომ ხელი მოეწეროს ახალ საერთაშორისო შეთანხმებას, რაც იქნება კიევის უსაფრთხოების გარანტი.

რუსულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მზადაა, კიევიდან სამხედროები გამოიყვანოს.