რუსეთმა უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2000 სამხედრო გადაისროლა
რუსეთმა უკრაინაში საბრძოლველად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან 2000 სამხედრო გადაისროლა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღაბეული ძალების დაკოპლექტების მიზნით უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების მე-4 განაყოფის ( ცხინვალის რაიონი, სამხრეთ ოსეთი) და მე-7 ( აფხაზეთი) გადასროლა მოხდა, რომლებიც სამხრეთის სამხედრო შემოგარენში შედიან.
მე-4 სამხედრო ბაზიდან ჯამში 3 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი დააფორმირეს, რომელთა შემადგენლობაშიც 1200 რუსი და ოსი სამხედრო შედის. მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფიდან 2 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი დააფორმირეს, ეს კი სადღაც 800 კაცია, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან პუტინის ბრძანებით მძიმე ტექნიკაც ჩაიყვანეს. უკრაინის გენშტაბი ვარაუდობს, რომ 1 აპრილიდან საოკუპაციო ძალები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში მორიგ სამობილიზაციო ტალღას დაიწყებენ.