რუსეთის მოჩვენებითი მშვიდობა - კრემლის განცხადებებს მსოფლიოში უნდობლობას უცხადებენ

"მოსკოვს ჯარები კიევის მისადგომებიდან არ გაჰყავს, ის გადაჯგუფებას ახდენს" - დასკვნას ბრიტანული დაზვერვა ასაჯაროებს. უწყების განმარტებით, ოკუპანტები დიდი დანაკარგების გამო იძულებულები არიან, ბელორუსში და რუსეთში დაბრუნდნენ და გადაჯგუფება მოახდინონ.
გაერთიანებული სამეფოს მსგავს პოზიციას ამტკიცებენ პენტაგონშიც.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის პოზიციების ცვლილება და არა რეალურად სამხედრო ძალების გაყვანა. ეს არ ნიშნავს, რომ კიევისთვის საფრთხე დასრულდა. ყველანი უნდა ვიყოთ მზად, რომ შესაძლოა, ვნახოთ შეტევები უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც. არავინ უნდა მოვიტყუოთ თავი კრემლის ბოლო განცხადებით, რომ ისინი მკვეთრად შეამცირებენ სამხედრო თავდასხმებს კიევზე, ან აპირებენ ძალების სრულად გაყვანას კიევიდან და მიმდებარე ადგილებიდან. რუსეთი დღესაც კი აგძრძელებს ქალაქზე ავიაიერიშებს. რუსეთი ძალების გადაადგილება უფრო ჩრდილოეთისკენ შეინიშნება, მაგრამ ჯერ ძეუძლებელია ზუსტად იმის თქმა, სად იქნება საბოლოო დანიშნულების წერტილი. შესაძლოა, ეს ძლაები გამოყენებული იქნება უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, მაგრამ ზუსტად სად, ჯერჯერობით არ ვიცით, - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, ჯონ ქინბმა.
განცხადებები გაკეთდა თეთრ სახლშიც, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთის სიტყვებს არ ენდობიან.
პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, რომ სურს, დაინახოს რუსეთისგან რეალური ქმედებები, ნაცვლად მათი განცხადებებისა. ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ მათი რეალური ნაბიჯები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება სიტყვებთან. ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ რეალობას, რა ხდება ბრძოლის ველზე და არ უნდა მოვტყუვდეთ რუსეთის განცხადებებით.
ჩვენ გვჯერა, რომ კიევიდან სამხედროების ნებისმიერი გადაადგილება არის გადაჯგუფება და არა მათი სრულად გაყვანა. მსოფლიო უნდა იყოს მზად უკრაინის სხვა ნაწილებში ახალი შეტევებისთვის. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ შესაძლოა, უკრაინაში ახალი შეტევები ვიხილოთ.
ჩვენ თავიდანვე დავინახეთ, რომ ამ კონფლიქტის დასაწყისში მათ აგრესიული შეტევა განახორციელეს კიევზე და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მათ შეცვალეს ეს სტრატეგია.
არ ვენდობით რუსეთის სიტყვას. დაველოდებით, როდის და რა იქნება მათი ქმედებები, - განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, კეიტ ბეგინფილდმა.
უკრაინამ კი გაეროს ტრიბუნიდან თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ხელს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ რუსული ჯარები 23 თებერვლამდე პოზიციებს დაუბრუნდებიან.