დავაკვირდებით, წავა თუ არა რუსეთი რეალურად დეესკალაციისკენ - აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ს პრეზიდენტი კრემლის განცხადებებს უნდობლობას უცხადებს. ჯო ბაიდენის თქმით, აშშ რუსეთის ქმედებებს დააკვირდება, პარალელურად, სანქციები შენარჩუნდება.
ამერიკა და მოკავშირეები დააკვირდებიან, რეალურად წავა თუ არა რუსეთი დეესკალაცისკენ. ვნახავთ, შეასრულებენ თუ არა იმას, რასაც ამბობენ. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის პირველ პირებთან სატელეფონო საუბრის დროს შევთანხმდით, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდება. ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ძლიერი სანქციების შენარჩუნებას, გავაგრძელებთ უკრაინის სამხედრო დახმარებას, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ და ასევე, ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას, - განაცხადა ბაიდენმა.