პუტინის აგრესიას უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა, 222 დაშავდა

30.03.22 11:57
პუტინის აგრესიას უკრაინაში 145 ბავშვი დაიღუპა, 222 დაშავდა

უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 145 ბავშვი დაიღუპა, 222 კი დაშავდა - უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით,  ბავშვები ყველაზე მეტად დაზარალდნენ კიევის ოლქში - 69, ხარკოვის ოლქში - 49, დონეცკის ოლქში - 54, ჩერნიგოვის ოლქში - 39, ნიკოლაევის ოლქში - 30, ლუგანსკის ოლქში - 28, ზაპოროჟიეს ოლქში - 22, ხერსონის ოლქში - 25, დედაქალაქში - 16, სუმის ოლქში - 16, ჟიტომირის ოლქში - 15.

ოკუპანტების თავდასხმებისა და დაბომბვის შედეგად დაზიანდა 790 სასწავლო დაწესებულება, აქედან 75 მთლიანად განადგურდა. 

უმძიმესი ვითარებაა დონეცკაიაში, ხარკოვში, მიკოლაივში, სუმიში, კიევში, ხერსონში, ჩერნიგოვის რაიონებსა და ქალაქ კიევში.