ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტორად დაუდგეს

30.03.22 12:27
ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტორად დაუდგეს

ბრიტანეთი მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტორად დაუდგეს, თუკი ამას კიევი მოითხოვს. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა  განაცხადა. 

ბარბარა ვუდვორდის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება უკრაინას მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო მხარდაჭერას უწევს. უკრაინის დასახმარებლად გამოყოფილი საერთო თანხა 400 მილიონზე მეტ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ამის გარდა, ბორის ჯონსონსა და ვოლოდიმრი ზელენსკის შორის ყოველდღიური სატელეფონო საუბრები იმართება. 

გვსურს, ყველა შესაძლო ხერხით ომის დასრულებას შევუწყოთ ხელი, უზრუნველვყოთ რუსული ჯარების გაყვანა. ჩვენ მოხარულები ვიქნებოდით, ამაში წვლილი შეგვეტანა, თუკი უკრაინის ხელისუფლება ამის შესახებ გვთხოვდა, - განაცხადა ვუდვორდმა.