მარიუპოლში ოკუპანტები წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობებს ბომბავენ

30.03.22 12:59
მარიუპოლში ოკუპანტები წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობებს ბომბავენ

მარიუპოლში ოკუპანტები წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობებს მიზანმიმართულად ბომბავენ. ინფორმაციას აზოვის ბატალიონი ავრცელებს. წითელი ჯვრით აღნიშნულ შენობებში, როგორც წესი, დაჭრილები, ან სამოქალაქო პირები იმყოფებიან. 

რუსმა ოკუპანტებმა არა ერთხელ დაამტკიცეს, რომ სამხედრო დამნაშავეები არიან, რომლებიც ომის წესებს და პრინციპებს არღვევენ. ამჯერად მათ სამხედრო დანაშაული წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტტან მიმართებაში ჩაიდინეს.

ოკუპანტები საარტილიერიო და საავიაციო იერიშებით მიზანმიმართულად ანადგურებენ შენობას, რომელიც თეთრ ფონზე წითელი ჯვრით არის აღნიშნული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სამხედრო დანაშუალია, რადგან ასეთი ჯვრებით აღნიშნულია ადგილები, სადაც შესაძლოა, დაჭრილები და სამოქალაქო პირები იმყოფებოდნენ, ანდა ჰუმანიტარული ტვირთის იყოს განთავსებული, - იუწყება აზოვის ბატალიონი.