500 გრივნა ინფორმაციის სანაცვლოდ - ოკუპანტებმა ხარკოვში უკრაინელი ბავშვი მოისყიდეს

30.03.22 13:06
 500 გრივნა ინფორმაციის სანაცვლოდ - ოკუპანტებმა ხარკოვში უკრაინელი ბავშვი მოისყიდეს

გამაოგნებელი ამბავი - რუსეთი ომში უკრაინელი ბავშვების ჩათრევას ცდილობს.  შემთხვევა ხარკოვში მოხდა. უკრაინის უშიშროების სამსახურის ცნობით, რუსი დივერსანტები 12 წლის ბავშვს ფულის სანაცვლოდ უკრაინის შეირაღებული ძალების გადაადგილების ამსახველი ვიდეომასალის და ინფორმაციის გადაგზავნას სთხოვდნენ. 

ოკუპანტებმა ბავშვი ცინიკურად გამოიყენეს და   დაპირებული თანხა, 500 გრივნა, რა თქმა უნდა, არ გადაუხადეს.