უკრაინის დაზვერვამ რამზან კადიროვის ახალი ვილა აღმოაჩინა

30.03.22 13:41
უკრაინის დაზვერვამ რამზან კადიროვის ახალი ვილა აღმოაჩინა

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, 5 ვარსკვლავიან სასტუმრო, Zabeel Saray Royal Residences в Palm Jumeirah-ის ტერიტორიაზე საკუთარ ვილას ფლობს, რომლის მინიმალური ღირებულება 7 მილიონი დოლარია - ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

უკრაინის დაზვერვამ ინფორმაციას კადიროვისა და მისი გარემოცვის სოციალური ქსელით გატაცების წყალობით მიაკვლია.

მხოლოდ 2021-2022 წელს ჩეჩნეთის ლიდერი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებს 14 -ჯერ ესტუმრა თავისი კერძო თვითმფრინავით, Airbus A319-ით, რომლის ღირებულება 80 მილიონი დოლარია.

ჩეჩნეთის ლიდერი სწორედ ამ ვილაში იღებს მნიშვნელოვან სტუმრებს, მაგალითად, 2017 წელს მან აღნიშნულ აპარტამენტებში უმასპინძლა მოკრივე მაიკ ტაისონს და მასთან სურათი გადაიღო.

 

 

მსგავსი სიახლეები