რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მართლმადიდებელი მღვდელი გაიტაცეს

30.03.22 14:05
რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში მართლმადიდებელი მღვდელი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელი, სერგეი ჩუდინოვიჩი, გაიტაცეს, რომელიც ცნობილი იყო საზოგადო მოღვაწეობითა და ქველმოქმედებით.

ინფორმაციას ხერსონში მოქმედი მედიაპლატფორმა Вгору ავრცელებს.

ოთხშაბათს, დილის 8:30-ზე უცნობებმა, რომლებმაც თავიანთი თავი მილიციად წარმოადგინეს, გაიტაცეს მართლმადიდებელი მღვდელი, სერგეი ჩუდინოვიჩი. თვითმხილველების ინფორმაციით, მღვდელი პირდაპირ ეკლესიიდან გაიტაცეს. 3-მა უცნობმა პირმა ეკლესიაში ჩხრეკა ჩაატარა, შეამოწმეს მღვდლის მესენჯერი და პირადი დოკუმენტები. ამასთან ერთად თავიანთი დოკუმენტები არ წარმოუდგენიათ და არც ვინაობა გაუმხელიათ. - აღნიშნულია განცხადებაში.