რუსეთის გეგმა B - კიევის მარცხის შემდეგ მოსკოვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლი სურს

30.03.22 14:59
რუსეთის გეგმა B - კიევის მარცხის შემდეგ მოსკოვს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლი სურს

კიევის აღების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რუსეთი გეგმა ბ-ზე გადადის.  გამოცემა Bellingcat-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ახლა პუტინის მთავარი მიზანი დონეცკის  და ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარებაა.

გავლენიანი გამომძიებელი ჟურნალისტი,  ხრისტო გროზევი პირდაპირ ამბობს, რომ 35 დღიანი ომის შემდეგ  პუტინს ახლა  ოკუპირებული რეგიონების ბოლომდე ადმინისტრაციულ საზღვრებში  მოქცევა სურს.

შეიარაღებული ძალები, რომელიც სუმიდან და კიევიდან გაჰყავს რუსეთს, რეალურად ახლა რუსეთის ფედერაფიის ტერიტორიაზე გადადიან იმისთვის, რომ შემდეგ ისინი დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეაბრუნონ. რათა აქამდე დაპყრობილი ტერიტორიები გააძლიერონ. ეს ყველაფერი კეთდება რუსების ახალი კონტრშეტევისთვის, რომ განამტკიცოს დონეცკი და ლუგანსკი ადმინისტრაციულ ოლქებში. - ამბობს გროზევი.

გამომძიებელი ჟურნალისტის ინფორმაციით, რუსული არმია უკიდურესად დემორალიზებულია და სამხედროების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე. აქედან გამომდინარე, პუტინს დაკარგული ჰქონდა კიევის აღების შანსი და ყველა ძალა ლუგანსკისკენ გადაისროლა. 

რეალურად ხდება ძალების გადაჯგუფება კიევიდან დონეცკში. ის, რაც გუშინ წარმოგვიდგინეს, როგორც კომპრომისული ვარიანტი, რეალურად არის იძულებითი ნაბიჯი რუსეთის, რადგან კიევთან მიმართებაში პროგრესი არ ჰქონდათ. მათ აქვთ სერიოზული პრობლემები სამხრეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით, აქ სჭირდებათ ახალი ძალები, რადგან ელოდებიან უკრაინის კონტრშეტევას. 

თუმცა, კვლავ რჩება რისკები, რომ რუსები დაბრუნდნენ კიევში. ამისთვის მათ მინიმუმ 200 ათასი ადამიანი სჭირდებათ.  - განაცხადა გროზევმა.