ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ ბირთვული ომის ცეცხლში დაიღუპოს... - არესტოვიჩი პუტინზე

30.03.22 15:16
ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ ბირთვული ომის ცეცხლში დაიღუპოს... - არესტოვიჩი პუტინზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი ამბობს, რომ ვოლდიმირ ზელენსკის მკვლელობის მცდელობები არ წყდება. ის ასევე, იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს. 

რუსები კვლავ ცდილობენ ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობას. თქვენი მონა-მორჩილი, სხვათაშორის, პირველ ხუთეულშია. ეს ოპერატიული მონაცემებია. რადგანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პრეზიდენტის ოფისზე დარტყმა, საიდანაც მიმდინარეობს პროცესი ვიდეოზარით, ნიშნავს საკუთარი თავისთვის, მოლაპარაკებისთვის ყველა გზის გადაჭრას და თუ არ იქნება მოლაპარაკებები, ეს სულ სხვა სიტუაციაა. ეს არის ადამიანი, რომელიც იკეთებს ლამაზ მანიკურს, რომელიც ზის მოსაუბრესთან 20 მეტრში და ეშინია ყველაფრის, რომელიც იშენებს სასახლეებს, იახტებს და ჰყავს საყვარლები. ამას იმისთვის არ აკეთებს, რომ ბირთვული ომის ცეცხლში დაიღუპოს. ადამიანები, რომლებსაც ეშინოდეთ საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების იმის გამო, რომ რუსეთში შეიძლება მდგომარეობა არაპროგნოზირებადად შეცვლილიყო, არასდროს დააყენებენ ბირთვული საფრთხის ქვეშ იმ ხალხს, ვისთისაც ავტომატების მიცემის შეეშინდებათ, - განაცხადა არესტოვიჩმა. 

მსგავსი სიახლეები