სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვა ნიკოლაევში - მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ნიკოლაევში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობის დაბომბვის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
30 მარტის მონაცემებით, შენობის ნანგრევებიდან მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. კიდევ ერთი მოქალაქე საავადმყოფოს რეანიმაციაში გარდაიცვალა.
ადგილზე სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება.
ნიკოლაევში ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობაზე მიიტანეს. შემთხვევა გუშინ, 29 მარტს მოხდა. შენობის ცენტრალური სექცია სრულად ჩამონგრეულია.