რუსული სიასტიკე - ქალი, რომელსაც ოკუპანტებმა ქმარი მოუკლეს, თვითონ კი 4 წლის შვილის თანდასწრებით გააუპატიურეს, დუმილს არღვევს

34 წლის ქალის სულისშემძვრელი ინტერვიუ - ახალგაზრდა დედა, რომელიც უკრაინაში რუსმა სამხედროებმა ჯგუფურად გააუპატიურეს, დუმილს ბრიტანული გამოცემა The Times-თან არღვევს.
რეპორტიორი ქეთრინ ფილიფსი აღმოჩნდა ის ჟურნალისტი, ვისაც ძალადობის მსხვერპლმა პირველი ინტერვიუ მისცა. ირკვევა, რომ ქალმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უკრაინის პროკურატურას და აუღწერა, როგორ მოკლეს მთვრალმა რუსმა სამხედროებმა მისი ქმარი, შემდეგ კი მასზე 4 წლის ვაჟის წინ იძალადეს.
ჩვენ გვქონდა კონტაქტი ქალთან გასულ კვირას. ის ბოლოს დაგვთანხმდა, რომ ელაპარაკა ამაზე, რადგან ჩათვალა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან პოლიციას შეატყობინა, მოახერხა გაქცევა მეზობლების დახმარებით 4 წლის ვაჟთან ერთად და მივიდა რძლის სახლში. რძალმა კი პოლიციაში წაიყვანა, სადაც მან მოჰყვა.
რუსებმა მოკლეს მისი ქმარი, შემდეგ გააუპატიურეს ქალი, ორი კაცი ძალადობდა მასზე რამდენიმე საათის განმავლობაში. ამის შემდეგ კი სასმელის დალევა დაიწყეს. მან გაქცევა სცადა, ქალი ყვება, რომ მისი წარმოდგენით 20 წუთი ცდილობდა, დაეყოლიებინა პატარა შვილით ერთად გაქცეულიყვნენ, თუმცა ბავშვი შიშისგან ადგილზე იყო გაშეშებული. ამასობაში კი მოძალადეები უკან დაბრუნდნენ და მასზე კვლავ იძალადეს. ისინი სასმელს სვამდნენ და შემდეგ კი დასხდნენ სკამებზე და ჩაეძინათ, რა დროსაც მან გაქცევა მოახერხა თავის შვილთან ერთად", - ყვება ჟურნალისტი.
22 მარტს უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო კიევის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროს მიერ უკრაინელი ქალის გაუპატიურების ფაქტზე.
ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მოძალადე უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს. ინფორმაციას კიევის ოლქის პოლიციაში ადასტურებენ.
რუსმა ჯარისკაცებმა ახლაგაზრდა მამაკაცი რამდენიმე დღის წინ მოკლეს, მისი ცოლი კი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ გააუპატიურეს. შემთხვევა ბროვარსკის რაიონში მოხვდა.
უკრაინის გენერალური პროკურორის ცნობით, რუსი სამხედრო კერძო სახლში შეიჭრა, ოჯახის უფროსს ესროლა, მის მეუღლეზე კი იძალადა. აგრესორი ემუქრებოდა ბავშვსაც, რომელიც დედას თან ახლდა.