საარტილერიო დაბომბვის შედეგად ვისიჩანსკში ჭრილობა ერთი ოჯახის 4-მა წევრმა მიიღო, ბავშვები მძიმე მდგომარეობაში არიან
რუსმა აგრესორებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქი ვისიჩანსკი მძიმე არტილერიის გამოყენებით დაბომბეს, რის შედეგადაც ჭრილობა მიიღო ერთმა ოჯახმა, 2 ბავშვი კი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, ადასტურებს.
მშობლებმა მიიღეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიღეს მშობლებმა. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ხოლო ბავშვები ბევრად მძიმე მდგომარეობაში ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფებიან. ექიმების ინფორმაციით, საუკეთესო შემთხვევაში ბავშვებს ორივე ფეხის ამპუტაცია დასჭირდებთ. - აცხადებს გაიდაი.
ამ წუთებში ექიმები ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.