ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეები ჩაცხრილეს - დაშავდა 11 წლის ბავშვი
მძიმე ამბავი მარიუპოლიდან - ერთ-ერთ ბლოკპოსტზე რუსმა სამხედროებმა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები ჩაცხრილეს. იერიშის დროს 11 წლის ბავშვი დაშავდა. ის ოკუპანტებს სასწაულებრივად გადაურჩა.
როგორც იქნა, მარიუპოლიდან გაღწევა შევძელით, გზაში ერთ-ერთ ბლოკპოსტზე რუსებმა გაგვატარეს, შემდეგ კი ცეცხლი გაგვიხსნეს. ჩემმა უმცროსმა ქალიშვილმა, 11 წლის მილენამ მძმე დაზიანებები მიიღო სახისა და კისრის არეში, - იხსენებს ბავშვის დედა.
მომხდარის შესახებ თავად დაშავებული ბავშიც საუბრობს.
ვასილევკაში შესვლის დროს ჩვენ ცეცხლი გაგვიხსნეს. გონება დავკარგე. მესმოდა წუილის ხმა. როდესაც თვალები გავახილე, ხელში დედას ვეჭირე. ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა. შემდეგ უკრაინელი ჯარისკაცები მოვიდნენ, ცდილობდნენ სისხლის შეჩერებას, შემდეგ წითელი ჯვრის მანქანაში ჩამსვეს და საავადმყოფოში წამიყვანეს, - ამბობს 11 წლის მილენა.