"მოგვიწევს მოსახლეობის სრულფასოვანი რეაბილიტაცია" - ზელენსკის მიმართვა ნორვეგიის პარლამენტს

30.03.22 17:17
"მოგვიწევს მოსახლეობის სრულფასოვანი რეაბილიტაცია" - ზელენსკის მიმართვა ნორვეგიის პარლამენტს

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ვოლიდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიმართ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინელებს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენა, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციაც დასჭირდებათ. 

რუსეთის ცინიკური თავდასხმის შემდეგ უკრაინელებს არა მხოლოდ მოუწევთ თავიანთი ქალაქების აღდგენა და მიწისა და ზღვების გაწმენდა ნაღმებისგან, უპირველეს ყოვლისა, მოგვიწევს როგორც სამხედრო, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის სრულფასოვანი რეაბილიტაცია. მას შემდეგ, რაც უკრაინის თითოეულმა მოქალაქემ სერიოზული დანაკარგები  განიცადა, - განაცხადა ზელენსკიმ.  

ნორვეგიის პარლამენტი უკრაინის პრეზიდნეტს ტაშით შეეგება.