რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში წითელი ჯვრის შენობა დაბომბეს

30.03.22 17:43
რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში წითელი ჯვრის შენობა დაბომბეს

რუსეთის სამხედრო ძალებმა მარიუპოლში წითელი ჯვრის შენობა დაბომბეს. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.

"მარიუპოლში ოკუპანტებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შენობას დაუმიზნეს. მტრის თვითმფრინავებმა და არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა თეთრ ფონზე წითელი ჯვრით გამოსახულ შენობას, რაც მიუთითებს დაჭრილების ან სამოქალაქო თუ ჰუმანიტარული ტვირთის არსებობაზე"- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხების კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ.

 დაშავებულებისა ან გარდაცვლთა რაოდენიბა უცნობია.