ტანკებით ჭყლეტდნენ -ირპენში რუსმა აგრესორებმა 50 სამხედრო და 300 მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლეს

30.03.22 17:55
ტანკებით ჭყლეტდნენ -ირპენში რუსმა აგრესორებმა 50 სამხედრო და 300 მშვიდობიანი მაცხოვრებელი მოკლეს

ირპენში რუსი აგრესორების შეტევის შედეგად 50 სამხედრო და 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ირპენის მერი, ალექსანდრ მარკუშინი, ავრცელებს. 

აგრესორები მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც რაღაცის გამო არ მოსწონდათ, ადგილზე ხვრეტდნენ. შესაძლოა, ეს ინფორმაცია ვინმეს არ მოსწონს, მაგრამ სიმართლეა. 

უკრაინის მოსახლეობას ტანკებით გადაუარეს, ვინც გარდაცვლილი იყო, ჭყლეტდნენ, საშინელი სანახაობა იყო. 

სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორიული დაცვის ბიჭებიდან 16 დაუღუპა, 29 საავადმყოფოშია, თუ ჩავთვლით დანაკარგს მთლიანად უკრაინული სხვა დანაყოფების, სულ 50 გარდაიცვალა, 100 კი დაჭრილია - განაცხადა მარკუშინმა.

ირპენის მაცხოვრებელთა ინფორმაციით, ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, როცა რუსი აგრესორები ადგილობრივებზე სექსუალურად ძალადობდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები