ოკუპანტები უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს რუსეთში იტაცებენ

ოკუპანტებმა უკრაინაში დატყვევებული მშვიდობიანი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა ქალები, რუსეთში გაიტაცეს. დონეცკის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მხოლოდ მარიუპოლიდან აგრესორებმა 20 ათასზე მეტი მაცხოვრებელი გაიტაცეს, მათ შორის, სამშობიარო სახლის მედპერსონალი და პაციენტები-მშობიარე ქალები.
ოკუპანტები უკრაინის მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს ართმევენ, გადაჰყავთ საფილტრაციო ბანაკებში და შემდეგ იძულებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ავტობუსებით მიჰყავთ.
ჩვენმა სამსახურმა გამოიძია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან რუსეთის ფედერაციაში ადამიანის გაყვანის ფაქტები. ოკუპანტებმა მარიუპოლიდან და დონბასიდან ატასობით ადამიანი იძულებით მიჰყავთ. რაშისტები იარაღის მუქარით სვამენ ადამიანებს მანქანაში, ართმევენ დოკუმენტებს და რუსეთში მიჰყავთ. - აცხადებენ უკრაინის პროკურატურაში.
ომის დანაშაულების სია, რომელსაც აგრესორი რუსეთი უკრაინაში ჩადის, საათობრივად იზრდება.
ასობით დოკუმენტალურად აღბეჭდილი ფაილი უკვე მზად აქვს უკრაინის უშიშროების სამსახურს, რომელსაც ჰააგის წარმომადგენლობას უახლოეს დღეებში გადასცემს.