უკრაინელმა სამხედროებმა მტრის 3 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და ერთი დრონი ჩამოაგდეს
30 მარტის განმავლობაში უკრაინელმა საჰაერო თავდაცვის თანამშრომლებმა მტრის 3 გამანადგურებელი და ერთი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს, რომლებიც სლობოჟანის მიმართულებით მიფრინავდნენ. ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
დღეს საჰაერო ძალების საზენიტო სარაკეტო კომპლექსის დახმარებით სლობოჟანის მიმართულებით ჩამოვაგდეთ ერთბაშად 3 გამანადგურებელ-ბომბდამშენი და ერთი დრონი. ხოლო 30 მარტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე ჩამოგდებულია მტრის 135 თვითმფრინავი და 133 შვეულმფრენი - ნათქვამია საჰაერო სარდლობის განცხადებაში.