ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევას ხელი მოაწერა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.
"არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სხვებთან ერთად სახელმწიფოს დაცვისთვის და არიან ისინიც, რომლებიც ამაოდ კარგავენ დროს, რათა თანამდებობები შეინარჩუნონ. არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური",- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი დროებით ახსნა-განმარტებისთვის 1-ლ მარტს გაიწვია. მიზეზად დასახელა საქართველოს ხელისუფლების "ამორალური პოზიცია" რუსეთის მიმართ სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.