შეტევები ლუგანსკზე: ოკუპანტებმა იერიშები ნავთობსაცავზე და სკოლაზე მიიტანეს

შეტევები ლუგანსკზე: ლისიჩანსკში ოკუპანტების იერიშების შედეგად ნავთობსაცავზე ხანძარი გაჩნდა. დაღუპულების და დაშავებულების ქუჩებიდან გაყვანა საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ამის გარდა, ქალაქში ცეცხლი 9 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
მტერმა ასევე, იერიში სევეროდენცკზეც მიიტანა. იქ ბომბი სკოლას დაეცა.
რუსები ყველა სახის მძიმე იარაღდან ისვრიან. თუკი ადრე ლისიჩანსკსში ადამიანები ოლქის სხვა ქალაქებტან შედარებით თავს ასე თუ ისე დაცულად გრნობდნენ, ახლა აღარ დარჩა არეცრთი მიკრორაიონი, სადაც რუსული ბომბი არ ჩავარდა. დასახლებული პუნქტის სამივე ნაწილს გრადებით და არტილერიით ბომბავდნენ. ათობით სახლი დაზიანდა. ადამიანები დაშავდნენ. ორი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორი ბავში მძმე მდგომარეობაშია, - ამბობს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.