რუსეთის მიერ ცხინვალის ანექსიის პროცესი - ოპოზიცია "ოცნების" ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი - უმძიმესი განცხადებიდან 16 საათის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლება დუმს. ცხინვალის რეჟიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე პრემიერ მინისტრის ადმინისტრაციას, პარლამენტის თავჯდომარეს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არცერთი საპროტესტო განცხადება არ გაუვრცელებია.
ოპოზიცია რუსეთის მხირდან მორიგ პროვოკაციაზე საუბრობს. მათი თქმით, ის, რაც ახლა ხდება, საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.
მიუხედავად დე ფაქტო ანექსია ცხინვალის რეგიონის პუტინს გაკეთებული აქვს, ჩვენი პოლიტიკური უბედურება დამატებითი გარდა ჩვენი საგარეო მტრისა, ამ ბოროტების იმპერიის, პუტინის იმპერიისა, არის ის, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამ მთელი წლების განმავლობაში და განსაკუთრებით ახლა, ან არ მოქმედებს საერთოდ, ან მოქმედებს ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანოდ ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით, მაშინ, როცა ჩვენი მტერი მოქმედებს, - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.
ამავე აზრს იზიარებენ ექსპერტები. პოლიტოლოგები რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიას არ გამორიცხავენ და ფიქრობენ, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან ახლა ისეთივე ყურადღება სჭირდება, როგორიც უკრაინის მიმართ არსებობს.
ეს ყველაფერი რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის და ახალი ექსპანსიის სცენარში ეწერება და ეს მოწმებს ლკიდევ იმას, რომ საქართელოს ხელისუფლების თავლაფდასხმის პოლიტიკა ყოვლად უშედეგოა, როცა შენ მტრის სახით გიდგას რუსეთი. ეს მოწმობს იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას სულ სხვა ტიპის სამზადისი უნდა ეწარმოებინა იმისთვის, რომ ამგვარი გამოწვევებისგან თავი დაეზღვია. ძალიან სასწრაფოდ საქართველოს ხელისუფლებას რეალურად განგაშ აქვს ასატეხი. დასავლეთის ყურადღება უაკრაინიდან გარკვეულწილად უდნა მოემართოს საქართველოსკენაც იმიტომ, რომ ეს შეიძლება იყოს ნიშანი რუსეთის შემდგომი სამხედრო აგრესიისა საქართველოს წინააღმდეგ, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
ცხინვალის რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Сота-ს საშუალებით გახდა ცნობილი. სააგენტო Сота-ს აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მმართველმა პარტიამ, ,,ედინაია რასიამ", მიაწოდა.
სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, პირდაპირ აცხადებს, რომ გადადგამს იურიდიულ ნაბიჯებს ცხინვალის რუსეთთან მიერთებისთვის.
მალევე ცხინვალის ანექსიისთვის მზადყოფნა რუსეთის სათათბირომაც გამოაცხადა და ამ მიმართულებით პროცესების დაწყება დააანონსა.