კიევში სავაჭრო ცენტრი იწვის, ოკუპანტს იერიშები ნავთობბაზებზე მიაქვს - ომის 36 დღე

პუტინი შეთანხმებას ისევ არღვევს - ოკუპანტების იერიშების შედეგად კიევში სავაჭრო ცენტრი იწვის. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ომის 36 ღამე რთული აღმონდა დნეპრისთვის. რუსებმა იქ ნავთობბაზა დაბომბეს. საწვავით სავსე ნავთობის საცავს ორი რაკეტა მოხვდა. ობიექტი განადგურებულია. რაკეტის ნამსხვრევებმა კიდევ ორი საწვავის მანქანა დააზიანეს. გასულ ღამეს სარაკეტო იერიში ოკუპანტებმა მიიტანეს ნოვომოსკოვსკის ერთ-ერთ ქარხანაზეც.
ოკუპანტების იერიშების შედეგად ნავთობსაცავზე ხანძარი ლისიჩანსკშიც გაჩნდა. დაღუპულების და დაშავებულების ქუჩებიდან გაყვანა საათების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. ამის გარდა, ქალაქში ცეცხლი 9 საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
რთული ღამე ჰქონდა ხარკოვსაც. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდააა. სავარაუდოდ, ძლიერი აფეთქება ამ შემთხვევაშიც დასახლებულ პუნქტებში მოხდააა. ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებლის დაახლოებით 15% დანგრეულია., აქედან გამომდინარე, ხალხი ახლა საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და მეტროში გადაყავთ.
მძიმე ვითარება რჩება მარიუპოლშიც. ქალაქში ისევ ჰუმანიტარული კატასტროფაა. იქ საკვები თითქმის არ იშოვება.