თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს - ზელენსკი ისევ სამხედრო შეიარაღებას ითხოვს

31.03.22 11:53
თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს - ზელენსკი ისევ სამხედრო შეიარაღებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი კრემლის განცხადებებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ოკუაპნტები ახალი იერიშების მისატანად ემზადებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინისთვის სამხედრო შეირაღების მიწოდების აუცილებლობაზე ისევ საუბრობს. მისი თქმით, ამას სიქამდე გააკეთებს, ვიდრე სამართლიანობა არ იზემებს. 

ვხედავთ, რომ ოკუპანტი ჯარების მობილიზებას ახორციელებს დონბასზე ახალი იერიშების მისატანად. ჩვენ ვემზადებით, რადგან ჩვენ არავისი ლამაზი სიტყვების არ გვჯერა. ჩენ გვაქვს ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარება და ყველაზე მტავარია ამის შეფასება მოვახდინოთ, არაფერს არ მივცემთ და ჩვენი მიწის თითოეული მეტრისა და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის ვიბრძოლებთ.  ჩვენ  გვაქვს უფლება, რომ ამ გარდამტეხ, ძალიან პრინციპულ დროს დახმარება მოვითოხოვოთ. ეს არის თითმფრინავები, ტანკები, საარტილერიო სისტემა., თავისუფლება ტირანიაზე არანაკლებ შეიარაღებული უნდა იყოს. ამის შესახებ დღეს ნორვეგიის პარლამენტშიც ხმამაღლა განვაცხადე. ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც მოგვისმინა და მყისიერად გამოგვიწოდა დახმარების ხელი როგორც შეიარღებით ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების დაწესებით. დღეს ეგვიპტის პრეზიდენტს და გაერთიანებული ემირატების პრინცს ვესაუბრე. ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ჩვენმა ერმა თავი დაიცვას ამანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება როგორც უკრაინაში, ასევე, შავი ზღვის აკვატორიის მთელ რეგიონში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ჩვენი გადარჩენის საკითხი. ახლა ზუსტად უკრაინელი ერის გადარჩენისთვის ვიბრძვით, - განაცხადა ზელენსკიმ.