რუსმა სმახედროებმა შემთხვევით საკუთარი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, არმია დემორალიზებულია - ბრიტანული დაზვერვა

რუსმა ჯარისკაცებმა შემთხვევით თვაისივე სამხედრო თვითმფრინავი ცამოაგდეს - ინფორმაციას ბრიტანული დაზვერვა ავრცელებს. უწყების ცნობით, რუსულ არმიაში სრული ქაოსია, რუსი სამხედროები დავალებებს აღარ ასრულებენ და დემორალიზებულები არიან.
Reuter-თვის მიცემულ ინტერვიუში ბრიტანული დაზვერვის შეფი ასევე ამბობს, რომ ომი არ დასრულდება და რუსეთი კიევისთვის ბრძლას განაგრძობს. მისივე თქმით, უკრაინის დედაქალაქისთვის გამძაფრებული ბძღოლები იქნება.
ვლადიმერ პუტინმა, როგორც ჩანს, არასწორად შეაფასა უკრაინაში შეჭრა. მან ვერ შეაფასა უკრაინელი ხალხის გამძლეობა. ვერ შეაფასა ის ერთიანობა, რომელიც მის ქმედებებს მოჰყვებოდა. ვერ შეაფასა სანქციების ეკონომიკური შედეგები, რომელიც უკრაინაში შეჭრას მოჰყვებოდა. ჩვე ვნახეთ რუსი სამხედროები, რომლებიც უარს ამბობენ უკრაინაში დავალებების შესრულებაზე. თავიანთვე აღჭურვილობას საბოტაჟს უწყობენ და შემთხვევით საკუთარი თვითმფრინავიც კი ჩამოაგდეს, - განაცხადა ბრიტანეთის დაზვერვის ხელმძღვანელმა.