მსოფლიოს რომ 2014 წელს რუსეთისთვის სათანადო პასუხი გაეცა, 2022 წელს უკრაინაში ომი აღარ მოხდებოდა - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ სიტყვით ავსტრალიის პარლამენტს მიმართა და უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ვოლოდიმრი ზელენსკის თქმით, 2014 წელს მსოფლიოს რომ რუსეთისთვის სათანადო პასუხი გაეცა, უკრაინაში 2022 წელს საშინელება აღარ მოხდებოდა.
ხშირად ამბობენ, რომ დაუსჯელი ბოროტება ბრუნდებაო. დავამატებდი: დაუსჯელი ბოროტება ბრუნდება ფრთიადი ყოვლისშემძლეობის გრძნობით. მსოფლიოს რომ რუსეთისთვის სათანადო პასუხი გაეცა იმის გამო, რაც მან 2014 წელს გააკეთა, 2022 წელს უკრაინაში შეჭრის საშინელება არ იქნებოდა. ეს ახლა უნდა გამოსწორდეს. მადლობელი ვარ ავსტრალიის ორპარტიული მხარდაჭერისთვის და პრობლემისგან ჩვენი თავდაცვისთვის, იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენმა სახელმწიფომ უკვე გაუწია უკრაინას. კერძოდ, 70 ათასი ტონა ნახშირი ჩვენი ენერგიის საჭიროებისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ერთად შეგვიძლია და ამიტომ უნდა გავაკეთოთ მეტი, - განაცხადა ზელენსკიმ.