ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკში სამხედრო ობიექტი დაბომბეს - დაღუპულია 2 ადამიანი
დნეპროპეტროვსკის ოლქში ოკუპანტმა სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. ინფორმაციას ოლქსი სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, იერიშების შედეგად ადმინისტრაციული შენობა და საწვავის საცავი განადგურდა. დაიღუპა 2 ადამიანი, დაშავდა - 5.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.