მარიუპოლში ოკუპანტებმა უკრაინელი წყალბურთელის 12 წლის შვილი გაიტაცეს

31.03.22 14:51
მარიუპოლში ოკუპანტებმა უკრაინელი წყალბურთელის 12 წლის შვილი გაიტაცეს

მარიუპოლში ორკებმა წყალბურთში უკრაინის ჩემპიონის, ევგენი ობედინსკის  12 წლის შვილი გაიტაცეს. ინფორმაციას უკრაინის გენპროკურორი ავრცელებს.  გოგონას დედა ადრეულ ასაკში დაეუღუპა, ხოლო გამზრდელი მამა ოკუპანტებმა იმსხვერპლეს. ის მაშინ დაიღუპა, როცა ორკებმა სახლს ჭურვი ესროლეს. 

12 წლის კირამ სახლიდან გაქცევა სცადა, თუმცა ნაღმს წააწყდა და დაშავდა. სწორედ ამის შემდეგ გაიტაცეს ის ოკუპანტებმა და ოკუპირებული დონბასის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. 
 

გოგონას გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს ინფორმაცია მისმა ბაბუამ მიაწოდა, რომელიც ჩერნოვეცშ ცხოვრობს. ამ დროისათვის კირა დონეცკის საავადმყოფოშია, მაგრამ ბაბუა შიშობს, რომ ის შესაძლოა სხვა ადგილას გადაიყვანონ, ან ბავშვთა სახლში ჩააბარონ. 

მსგავსი სიახლეები