ასეთი სინამდვილე შექმნეს ჩვენმა წინამორბედებმა - ვოლსკი ცხინვალის ანექსიაზე

31.03.22 15:30
ასეთი სინამდვილე შექმნეს ჩვენმა წინამორბედებმა - ვოლსკი ცხინვალის ანექსიაზე

ოპოზიციის განცხადებას, რომ ცხინვალის ანექსია რუსეთის მხრიდან "ოცნების" ხელისუფლების რბილი პოლიტიკის პასუხია, სახელისუფლებო გუნდში გამოეხმაურნენ. პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი ხელისუფლების ოპონენტების განცხადებას მავნებლურს უწოდებს და ამბობს, რომ ბიბილოვის იუნიციატივას მათ პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. 

ვოლსკი თითს ისევ "ნაციონალური მოძრაობისკენ" იშვერს და ამბობს, რომ რუსეთზე დამოკიდებული რეალობა სწორედ მათ შექმნეს. 

მე ვერ ვიტყოდი, რომ პრაგმატულმა და რთულმა პოლიტიკამ შეიძლება ისეთი პოლიტიკოსი როგორიც ბიბილოვია ან ნებისმიერი სხვა, ვინც სეპარატისტულ ხელისუფლებას უდგას სათავეში, შეიძლება რაიმე გადაწყვეტილება მიაღებინოს. აქაოდა, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულად უდგება საკითხებს და მოდი, მე ასეთ განცხადებას გავაკეთებო, ასეთი მიდგომა, ვფიქრობ, სულ მცირე გულუბრყვილობაა და უფრო უარეს შემტხვევაშ მავნებლობლურია. მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული რას იზამს რუსეთის ფედერაცია, ასეთივე სინამდვილე შექმნეს სამწუხაროდ, ჩვენმა წინამორბედმა ხელისუფლებამ, როდესაც ყველა რესურსი მათ ხელში განათავსა,  მათ შორის,  ტერიტორიები, სამხედრო ბაზები, - თქვა ვოლსკიმ. 

ცხინვალის რეჟიმი რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე განცხადებას ავრცელებს. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო Сота-ს საშუალებით გახდა ცნობილი. სააგენტო Сота-ს აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის მმართველმა პარტიამ, ,,ედინაია რასიამ", მიაწოდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, დე-ფაქტო რესპუბლიკის ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი, პირდაპირ აცხადებს, რომ გადადგამს იურიდიულ ნაბიჯებს ცხინვალის რუსეთთან მიერთებისთვის.

მალევე  ცხინვალის ანექსიისთვის მზადყოფნა რუსეთის სათათბირომაც გამოაცხადა და ამ მიმართულებით პროცესების დაწყება დააანონსა.

 

მსგავსი სიახლეები