რა უნდა მოგვემოქმედებინა? უფრო პროვოკაციულ განცხადებას თუ გავაკეთებდით, ბიბილოვი შეშინდებოდა? - ქადაგიშვილი
სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენელს ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ ცხინვალის ანექსიასთან დაკავშირებით მთავრობის საპროტესტო განცხადებას აზრი არ აქვს. დეპუტატის თქმით, "ოცნების" მხრიდან გაკეთებული პროვოკაციული განცხადება ქვეყანას უფრო მეტად დააზიანებს.
ჩვენ თუ ვიქნებოდით უფრო პროვოკაციულები, ამით, რა თქმა უნდა, მათი პროვოკაცია არ შეიცვლებოდა და უფრო მეტი საშუალება ექნებოდათ ზიანის მოყენებისა. ამ ორი რამის ერთმანეთთან მიბმაარის პოლიტიკური სპეკულაცია და ნუ გავწევთ პოლიტიკურ სპეკულაციას ისეთ თემებზე, რაც აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ მყარად გვიჭირავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკა. გამომდინარე აქედან, რას მოიმოქმედებს მარიონეტი და მისი პატრონი, ეს არის ორმხრივი ვითარება. გამომდინარე აქედან, ჩვენ რა უნდა მოგვემოქმედებინა? რომ ჩვენ იქ რამე უფრო პროვოკაციულ განცხადებას გავაკეთებდით და ბიბილოვი შეშინდებოდა?, - განაცხადა ქადაგიშვილმა.