უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი სამხედროების ჯგუფი გაანადგურეს

31.03.22 15:48
უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზი სამხედროების ჯგუფი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მე-7 სამხედრო ბაზის ქვედანაყოფებიდან რუსი ოკუპანტების ჯგუფი გაანადგურეს. ჯგუფში  აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკიდან უკრაინაში საბრძოლველად გადასროლილი  ჯარისკაცები იყვენენ. ვრცელდება ფოტო მასალა, სადაც ჩანს განადგურებული სამხედრო ტექნიკა და ასევე ის იარაღი, რომლითაც აფხაზი სამხედროები უკრაინაში იბრძოდენენ.

აფხაზებისაგნ განსხვავებით, უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილოებაზე უარს ოსი სამხედროები ამბობენ.  სამხედროებმა, რომელთა გადაყვანაც რუსეთს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთიდან უკრაინასთან ომში სურდა, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება.  

რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზიდან ჩამოყალიბებული ერთ-ერთი ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის თითქმის მთელი შემადგენლობამ უარი თქვა უკრიანის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილეობაზე,  - ნათქვამია განცხადებაში.