რუს ოკუპანტებს უკრაინელი ულტრამარათონელის 10 წლის შვილი ემსხვერპლა - რას ყვება სპორტსმენი

31.03.22 16:45
რუს ოკუპანტებს უკრაინელი ულტრამარათონელის 10 წლის შვილი ემსხვერპლა - რას ყვება სპორტსმენი

უკრაინელი ულტრამარათონელის მაქსიმ უსის 10 წლის შვილი რუსულმა ავიერიშმა იმსხვერპლა. სპორტსმენი, რომელიც ცელებრალური პარალიჩით არის დაავადებული, ჩერნიგოვში ცხოვრების შესახებ ყვება და ტრაგედიის ეპიზოდს იხსენებს.

ძალიან არასასიამოვნო ვითარებაა, როდესაც სახურავის თავზე თითმფრინავები დაფრინავდნენდ ა ნაღმებს ისროდნენ... იმ საღამოს ჩვენბი რაიონის დაბომბვა დაიწყეს. ძალიან შეშინებულები ვიყავით და ვფიქრობდით, რომ გადავრჩებოდით, მაგამ არა...როდესაც მაშველები მოვიდნენ, ბავშვს პულსი გაუსინჯეს და თქვეს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ნამსხვრევები მას მთელ სხეულში და თავშ ჰქონდა. მეუღლეს კი ნამსვხრევი ფეხში მოხვდა. ერთი ფეხი მუხლს ქვევით აქვს მოტეხილი, - ამბობს მაქსიმი. 

ულტამარათონელი ასევე ამბობს, რომ მეუღლემ შესაძლოა, ფეხი დაკარგოს, რადგან საავადმყოფოში არც ელექტროენერგია და არც ოპერაციის ჩასატარებლად საჭირო ნივთები აქვთ. 

ძალიან მძიმეა საყვარელი შვილის დაკარგვა, რომელსაც არაფერი დაუშავებია. ძნელია. მეუღლე ყოველდღე ტირის , მე მას ვამხნევებ, მეგობრებიც ამხნევებენ. ამ უაზრო ომმა ყველას ავნო. ჩენ მათთის ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. ვთვლი, რომ ისეთი ქვეყანა როგორიც რუსეთია, არ უნდა არსებობდეს. ტერორისტებმა არ უნდა იცოცხლონ, - თქვა უსმა. 
 

მსგავსი სიახლეები