ავტომატები ისე დაგვირიგეს, მათი ხმარება არ გვასწავლეს- რუსი ტყვეების აღსარება

31.03.22 17:17
ავტომატები ისე დაგვირიგეს, მათი ხმარება არ გვასწავლეს- რუსი ტყვეების აღსარება

რუსი ტყვეების სკანდალური აღსარება,  სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იხსენებენ, როგორ დააჭერინეს პირველად ავტომატი ხელში და უთხრეს, რომ უნდა ეომათ, თანაც ისე, რომ იარაღის გამოყენებაც არ უსწავლებიათ. 

ეს ბიჭები ოკუპირებული დონბასიდან არიან, ამბობენ, რომ  მათ აშინებდნენ და აშანტაჟებენ: თუ ომში წასვლაზე უარს იტყოდნენ, მაშინ 7 წლით ციხეში გაუშვებდნენ.

მეთაურებმა მათ უბრძანეს, რომ სახლში არ დაერეკათ და არც რამე პრეტენზია ჰქონოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მკაცრად დასჯიდნენ.

სკოლის შენობაში მოგვათავსეს, მაკიევკაში, იარაღი მანამდე კი არ დაგვირიგეს, მაკიევკაში მოგვცეს. მხოლოდ ავტომატები და დანები, პატრობნები, ან სხვა აღჭურვილობა არ მოუციათ. ავტობუსებში ჩაგვსვევს და ქალაქ ელოვაისკში გადაგვიყვანეს. გვეუბნებოდნენ, რომ სწავლებაზე მივყავდით. უკვე უკრაინის ტერიტორიაზე ვიყავით, როცა ოცეული ჩამოაყალიბეს. მხოლოდ ერთხელ გვაჩვენეს, როგორ იშლება და იწყობა ავტომატი. იარაღების უმრავლესობა ჟანგიანი იყო. - აცხადებენ ტყვედ ჩაბარებული რუსი სამხედროები.

 

 

მსგავსი სიახლეები