კიევი მტრის ტექნიკის დიდმა ნაწილმა დატოვა - უკრაინის სახმელეთო ჯარების შტაბის ხელმძღვანელი

31.03.22 19:01
კიევი მტრის ტექნიკის დიდმა ნაწილმა დატოვა - უკრაინის სახმელეთო ჯარების შტაბის ხელმძღვანელი

კიევს რუსული ტაქტიკური ჯგუფები ტოვებენ - ამის შესახებ უკრაინის სახმელეთო ჯარების შტაბის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ გრუზევიჩმა, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, დაზვერვამ დათვალა მტრის მინიმუმ 700 ერთეული მძიმე შეიარაღება, რომელმაც უკრაინის დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორია დატოვა.

დღეს დავითვალეთ 700 ერთეული ტექნიკა, რომლებიც კიევიდან ივანკოვას მიმართულებით წავიდნენ, ბელორუსიის საზღვრისკენ. განვიხილავთ 2 ვარიანტს: ან მიმდინარეობს გადაჯგუფება, ან არის ალბათობა, რომ მიდიან დონბასში. 

 მინდა, განვაცხადო, რომ მტერი ცდილობს, ძალების ნაწილი უკან დახიოს, მაგრამ საერთო ჯამში ახდენს საკუთარი სტრატეგიული მიზნების გადაჯგუფებას.- ცდილობს, ყველა ძალა გადაისროლოს აღმოსავლეთში, რათა ჯარი დონეცკისა და ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მიიყვანოს.

მიუხედავად ამისა, კიევის მახლობლად მტრის სერიოზული დაჯგუფება მაინც არსებობს. მათი არ გვეშინია, თუმცა, ზიანის მოტანა შეუძლიათ - განაცხადა უკრაინელმა გენერალმა.

ალექსნდრ გრუზევიჩმა იქვე დასძინა, რომ მტერი კიევის დაბომბვას კვლავ აგრძელებს, თუმცა, მალე უკრაინულ მხარეს სასიამოვნო სიახლეები ექნება, თუმცა, რა იგულისხმება ამ სიახლეებში, გენერალმა არ დააკონკრეტა.