აღარ იქნება მტკიცე ევროკავშირი, რადგან მოვა ტირანია - ზელენსკის მიმართვა ბელგიის პარლამენტს

31.03.22 19:32
აღარ იქნება მტკიცე ევროკავშირი, რადგან მოვა ტირანია - ზელენსკის მიმართვა ბელგიის პარლამენტს

თქვენ უნდა აღაფრთოვანოთ დანარჩენი ევროპა, რათა უკრაინიდან მტრის განდევნაში მოგვეხმარონ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბელგიის პარლამენტს მიმართა.

ვოლოდიმის ზელენსკიმ ბრიუსელის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია კატასტროფულ სიტუაციაზე მარიუპოლსა და სხვა ქალაქებში.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ევროპულ ქვეყნებს, უფრო მეტი გააკეთონ რუსული აგრესიის შესაჩერებლად.

უკრაინა - დღეს არის ევროპის ყველაზე საშიში ადგილი. აქ ჯოჯოხეთია, კატასტროფაა, რომლის შესახებ ყველამ იცის, მთელმა მსოფლიომ. თუმცა, არავის აქვს იმდენი გამბედაობა, რომ დაგვეხმაროს კატასტროფის შეჩერებაში. 

როცა ჩვენ ვსაუბრობთ თვითმფრინავების, საარტილერიო სისტემების, ტანკების შესახებ, ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება და რაც აქვთ ევროკავშირისა და ნატო-ს ქვეყნებს.

ჩვენი ქვეყნის დამცველები იმსახურებენ იმას,  რომ ევროპულმა კომპანიებმა საბოლოოდ შეწყვიტონ ურთიერთობა რუსებთან, ვისაც ჩვენი განადგურება სურს. 

 თუ ჩვენ წავაგეთ მარიუპოლი და სხვა ქალაქები, აღარ იქნება მტკიცე ევროკავშირი, რადგან მოვა ტირანია, რათა წაგვართვას, რაც გაგვაჩნია და რითაც ვამაყობთ.

თქვენ, როგორც კონტინენტის გულმა, უნდა აღაფთოვანოთ სხვა დანარჩენი ევროპა, რათა უფრო მეტი გააკეთონ უკრაინიდან მტრის განსადევნად და მშვიდობის დასამყარებლად.

მშვიდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა ფასეულობა, ალმასი.

 მშვიდობა უფრო ძვირფასია, ვიდრე რუსეთთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, რუსული გემი ევროპულ პორტებში, ან თვითოეული ბარელი რუსული ნავთობისა - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბელგიელებს, რადგან მათ შეიფარეს 30 ათასზე მეტი უკრაინიდან ლტოლვილი ადამიანი, რომელიც ომის საშინელებას გამოექცა.

მსგავსი სიახლეები