შვედეთი უკრაინელი დევნილებისთვის 1, 1 მილიარდ ევროს გამოჰყოფს
შვედეთი საგაზაფხულო ბიუჯეტიდან 1, 1 მილიარდ ევროს გამოჰყოფს უკრაინელი დევნილების საცხოვრებლისა და სხვა ხარჯების დასაკმაყიფილებლად. ამის შესახებ შვედეთის ფინანსთა მინისტრმა, მიხეილ დამბერგმა, გამოცემა Svenska Dagbladet- თან საუბრისას განაცხადა.
დამბერგმა დღეს გამართა პრეს-კონფერენცია, სადაც უკრაინიდან ლტოლვილების მიღების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
მისი ინფორმაციით, შვედეთის ხელისუფლება მუშაობს კანონზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს საემიგრაციო სამსახურს, აიძულოს მუნიციპალიტეტები, დააკმაყოფილოს საცხოვრებლით უკრაინიდან ლტოლვილები.
ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ 2015 წელში, როცა ერთმა მუნიციპალიტეტმა თავის თავზე აიღო ლტოლვილების ბინით უზრუნველყოფა, მეორემ კი-არა.
გარდა ამისა, სტიმულს მივცემთ უკრაინელებს, რათა გავიდნენ სამუშაოზე, გავზრდით მათ ანაზღაურებას და სოციალურ ხარჯებს. - განაცხადა შვედეთის ფინანსთა მინისტრმა.
ამ დროისთვის შვედეთს 26 ათასმა უკრაინელმა მიმართა დახმარებისა და თავშესაფრისთვის.