მარიუპოლის დაცვის ყოველი დღე გმირების სიცოცხლის ფასად გვიჯდება - ,,აზოვის" მეთაურის მოადგილე

31.03.22 20:32
მარიუპოლის დაცვის ყოველი დღე გმირების სიცოცხლის ფასად გვიჯდება - ,,აზოვის" მეთაურის მოადგილე

ნაციონალური გვარდიის პოლკ ,,აზოვის" მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი, უკრაინის არმიის ხელმძღვანელობას მიმართავს და მოუწოდებს, დაიწყოს მარიუპოლის დებლოკადა, რადაგან ქალაქი კატასტროფის წინაშე დგას და იქ დარჩენილ 100 ათას ადამიანს საფრთხე ემუქრება.

მარიუპოლის დაცვის ყოველი დღე ჩვენ გვიჯდება გმირების სიცოცხლის ფასად. ჩვენი მიზანია-შევინარჩუნოთ პოზიცია და მოვიგოთ ეს ომი. დარწმუნებული ვარ, მარიუპოლის დებლოკადა შევა ისტორიაში, როგორც ჩვენი ქალაქის უდიდესი გმირობა. ხოლო თუ ეს არ მოხდება, ეს ფაქტი ისტორიაში შევა, როგორც დიდი სირცხვილი.

მარიუპოლის ბლოკადაში მოხვდა 100 ათასი უკრაინელი. იმ შემთხვევაში, თუ ქალაქს დაეპატრონებიან აგრესორები, მთვრალი რუსები ეიფორიისა და დაუსჯელობის გავლენის ქვეშ მოსახლეობის წინააღმდეგ საშინელ დანაშაულებს ჩაიდენენ - განაცხადა პალამარმა.

,,აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ მარიუპოლის დამცველები, ჭრილობების მიუხედავად, ბრძოლაში მაინც ებმებიან, რადგან სხვა გზა არ დაუტოვეს.