პუტინს აღარ აქვს ის ძალა, რაც ადრე ჰქონდა, ის ახლა არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად შექმნა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

01.04.22 11:55
პუტინს აღარ აქვს ის ძალა, რაც ადრე ჰქონდა, ის ახლა არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად შექმნა - დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთი უკრიანას ლეტალური იარაღით დაეხმარება - გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო შეირაღებაში საარტილერიო დანადგარები, ტყვია-წამალები და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები იქნება.

როგორც  ბენ უოლესმა 35 საერთაშორისო პარტნიორთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რიგი ქვეყნები გამოვიდნენ ახალი იდეების ინიციატივით, ზოგმა კი დიდი თანხების გამოყოფის პირობა დადო.

"დონორების დღევანდელი კონფერენცია აჩვენებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას უკრაინისადმი, რომელიც წინ აღუდგა პუტინის რუსული ჯარის უკანონო და არაპროვოცირებულ შეჭრას მის ტერიტორიაზე...

პრეზიდენტ პუტინს აღარ აქვს ის ძალა, რაც ადრე ჰქონდა, ის ახლა არის ადამიანი გალიაში, რომელიც თავად შექმნა - თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები