ოკუპანტები ჯარების ბელარუსში კონცენტრირებას ცდილობენ- უკრაინა
რუსეთი ბელარუსში სარაკეტო სისტემების კონცენტრირებას ცდილობს - უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ჰანა მალიარი ამბობს, რომ მტერი დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრულად აღების გეგმებზე უარს არ ამბობს.
მისი თქმით, ოკუპანტები განაგრძობენ ხარკოვის რეგიონში პოზიციების გამყარებასა და ჯარების გადაჯგუფებას.
ოკუპანტები ცდილობენ ჯარების ბელარუსში კონცენტრირებას, როგორც ჩანს, სარაკეტო დარტყმების, მათი შანტაჟისა და დაშინების იარაღად გამოყენების მიზნით. შესაბამისად, რუსეთი საკუთარი აგრესიისთვის ბელარუსის ტერიტორიას კვლავ აქტიურად იყენებს". - თქვა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა.
მისი თქმით, ომი გრძელდება და მტერი უკან არ იხევს.
"სარაკეტო შეტევები, მათი ინტენსივობა ისეთივეა, როგორიც იყო, ხანდახან იზრდება კიდეც". - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.