რუსეთში ტოტალური რეპრესიები დაიწყო - აპატიმრებენ ყველას, ვინც ომის საწინააღმდეგო მესიჯს გააჟღერებს

რუსეთში ტოტალური რეპრესიები დაიწყო-უკვე ერთი თვეა, აკავებენ ყველას, ვინც გაბედავს და ხმამაღალა იტყვის, რომ უკრაინაში ომი კრემლმა დაიწყო და რუსები მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ.
მოსწავლეების ფარული ვიდეო გადაღების საფუძვლით აკავებენ მასწავლებლებს, ასევე საჯარო მოხეელებს. ყველას, ვინც რუსეთ-უკრაინის ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას გასწევს, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
სოციალურ ქსელში ვრცელდება რუსი მასწავლებლის ჩანაწერი, სადავ პედაგოგი მოსწავლეებთან საუბრისას ომის დაწყებაში რუსეთს ადანაშაულებს.
კიევამდე მისვლა გვინდოდა, ზელენსკის მთავრობის დამხობა. უკრაინა ხომ სუვერენულ;ი სახელმწიფოა. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არაფერი ვიცით. მე 200 დამოუკიდებელ წყაროს ვეცნობი, ჩვენ ტოტალიტარული რეჟიმი გვაქვს. ჩვენთან ნებისმიერი განსხვავებული აზროვნება 15 წლით ციხეში წასვლას ნიშნავს. ჩვენ ყველას დაგვაპატიმრებენ, მეც, მათ შორის. ეს არასწორია, გარიყული ქვეყანა ვართ, ჩრდილოეთ კორეა.
არსად გაგვიშვებენ, მხოლოდ ლუგანსკში, დონეცკში- საუბრობს რუსი პედაგოგი.
დაკავებულია რუსეთის მოქალაქე, ვერა ვაშნიკოვა, მცირეწლოვანი ბავშვის დედა, რომელიც ქუჩებში ავტომილზე მიმაგრებული სტიკერით ,,არა ომს" გადაადგილდებოდა.
ვაშნიკოვას ინფორმაციით, თუ რატომ გააჩერეს, პოლიციამ თავიდან სხვა აბსურდული მიზეზი უთხრა, ბოლოს კი განუმარტა, რომ ომის საწინაღმდეგო ბანერის გამო აპატიმრებენ.
ომის საწინააღმდეგო სამოქალაქო ტალღის შესაჩერებლად რუსეთში ახალი კანონი შემოიღეს: დეფინფორმაცია ომზე და რუსი სამხედროების შეურაცხყოფა - ამ მიზეზით აკავებენ ყველას, ვინც რუსეთზე იტყვის, რომ აგრესორია.